პრემიერის განცხადებით მესტიაში სპეციალური ღონისძიებები ამოქმედდება. იქნება გადაადგილების გარკვეული შეზღუდვებიც-ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირება. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ არ დარცება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არ არის, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება ემოციების საფუძველი გახდეს, წყნარად, მშვიდად.
სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში მთლიანად მობილიზებულია საჰოსპიტალო სისტემა იმისთვის, რომ თუ გარკვეული ზრდა იქნება ინფიცირებულების ვმართოთ ეს პროცესი"-განაცხადა გიორგი გახარიამ.