ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაიღუპა ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. ასევე დაშავებულია კიდევ სამი პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.