სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში გუშინ, საღამოს 7 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 27 წლის კაცი მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის თანასოფლელები, სოფელ კულიკამის მაცხოვრებლები ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სასტუმრო და საცხოვრებელი სახლები გადაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ფაქტზე დაკავებულია 37 წლის კაცი. პარალელურად გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონოდ ტარების მუხლითაც მიმდინარეობს.