პირველი რუსული ბომბი ნავსადგურის მე-7 ტერმინალზე ჩამოვარდა,რასაც კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და დაბომბვა მოჰყვა, საჰაერო თავდასხმის შემდეგ რუსული ტანკები ფოთში 11 აგვისტოს გამოჩნდნენ და ქალაქის შესასვლელ გასასვლელში, ასევე ზღვის სანაპიროზე სპეციალური ბლოკ- საგუშაგოები მოაწყვეს.
14 აგვისტოდან ის სამხედრო ტექნიკა რომლის ქალაქიდან გატანა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს ადგილზე ააფეთქეს და დაწვეს მათ შორის საზღვაო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის ხომალდები და კატარღები.
ოკუპანტებმა ფოთი 14 სექტემბერს დატოვეს. აგვისტოს ომს აქ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 10-ბით კი დაშავდა. აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირებს ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა და მერიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.