2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის შვილმა დააჯილდოვა. ფინალური შეხვედრა თბილისის „თბილისისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის გაიმართა. ტურნირი საქართველოს მასშტაბით სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ამპუტანტ ფეხბურთელთა ხუთი გუნდი მონაწილეობდა.