ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შესახებ წერენ

06 აგვისტო 2020, 11:00 1396 ნახვა

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინფოტურში ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩართო. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. მათ შორის, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა.

მაღალმთიანი  აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი  ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი