შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.
მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.
სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.