აქცია თურქეთში დასაქმებისთვის

05 აგვისტო 2020, 20:53 1617 ნახვა

აჭარის მთავრობის შენობასთან თურქეთში დროებით დასაქმებულები აქციას მართავენ, ისინი მეზობელ ქვეყანაში დასაქმებისთვის 3 თვიანი მოწვევის აუცილებლობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ საკონსულოში გამოგზავნილი საბუთების მოსამზადებლად 100 ლარზე მეტი სჭირდებათ. დამატებითი თანხაა საჭირო დოკუმენტების ნოტარიულად დასამოწმებლადაც. ამბობენ, პროცედურები გამარტივების მაგივრად გართულდა. თურქეთში დროებით დასაქმებულები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მოთხოვნების შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს შეატყობინებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი