აჭარის მთავრობას ბათუმის სპორტსკოლის ალტერნატიული შენობის დროულად დასრულებას სთხოვენ გიორგი ვაშაძის პარტიის აჭარის რეგიონულ ოფისის წარმომადგენლები.
ახაგაზრდული ჯგუფის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო ვადების დარღვევის გამო მშენებელი კომპანიის წინააღმდე შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.
ამბობენ, რომ ახალი სასპორტო სკოლის შენობა მზად გასულ წელს უნდა ყოფილიყო, თუმცა სპორტული კომპლექსი ამ დრომდე დაუსრულებელია.
ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, უწყებამ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის კომენტარი გაავრცელა. ბაქარ ჩიტაია აცხადებს, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გრძელდება შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები.