თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 000 ფოტო და 448 ვიდეო - რამიშვილი

04 აგვისტო 2020, 14:30 2106 ნახვა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 000 ფოტო და 448 ვიდეო. უფლებადამცველი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად, ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა.

ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“. 

''ისეთი ასოციაცია დამრჩა არათუ პროგრამისტის, ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი'' - უთხრა ჟურნალისტებს რამიშვილმა. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი 29 ივლისს გახსნეს და მისი სკანირება დაიწყეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი