უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა იმისთვის, რომ თაობებს შორის კავშირი იყოს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ "ვცხოვრობთ რთულ დროს".