გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დეტალების დაზუსტებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

02 აგვისტო 2020, 15:00 1445 ნახვა

„მინდა თვალებში ჩავხედო პრემიერ მინისტრს  და მითხრას, რომ ჩემი შვილის საქმე იქნება გამოძიებული“- 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, ეს სიტყვები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის  შემდეგ თქვა. ამბობს, რომ  მისი კითხვები საგამოძიებო უწყებამ კვლავ პასუხგაუცემელი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით საგამოძიებო უწყებამ თეთრიწყაროს რაიონში დამონტაჟებული კამერებიდან მასალები უკვე ამოიღო, სწორედ ამას ითხოვდა ბაჩალიაშვილის ადვოკატიც. რაც შეეხება ელექტროშოკს გარდაცვლილის დედის ინფორმაციით  თამარს ელექტროშოკი მანქანაში ჰქონდა, თუმცა რაში სჭირდებოდა ვერ ასახელებს.  ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილს  ექსპერტიზას საგამოძიებო უწყება  3 დღეში ჩაუტარებს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი