პანდემიის პირობებში ზიანი ბიზნესის ბევრ მიმართულებას მიადგა, მართალია სამშენებლო პროექტები ფაქტიურად არ შეჩერებულა, მაგრამ წელს შარშანდელთან შედარებით ტემპის საგრძნობი ვარდნაა, საქსტატის მონაცემებს თუ დავეყრდნობით თუ შარშან აჭარაში 450 ათას კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობა დასრულდა. წელს პირველ 6 თვეში ეს მაჩვენებული მხოლოდ 47 ათასია, თუ შარშანდელ მონაცემებს გავანახევრებთ მაინც მივიღებთ ახლა არსებულზე 5 ჯერ მეტს, გამოდის რომ 2020 წლის ბოლოს იმაზე ბევრად ნაკლები მშენებლობა დასრულდება ვიდრე ეს იყო შარშან. ახლა გადავხედოთ რეგიონში მშენებლობებზე გაცემულ ნებართვებს. 2019 წელს გაიცა 1260 ნებართვა, მაშინ როცა 2020 წლის ივნისის ჩათვლით გაიცა მხოლოდ 262 ნებართვა, ანუ ყველაზე კარგ ვარიანტშიც წლის ბოლოს, შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია.