ყარაჯალარის მოსახლეობა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

31 ივლისი 2020, 18:24 1208 ნახვა

სოფელ ყარაჯალარში საპროტესტო აქცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს   შორის შეთანხმებით დასრულდა. გადაწყდა, რომ ადგილობრივები მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი სოფელში სურსათი დარიგდება. სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ  აქცია გამართა. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნა მოითხოვეს.    ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი, დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი