უკვე 6 საათია შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს - ადვოკატები აღკვეთით ღონისძიების ფორმის გადასინჯვის შუამდგომლობას აყენებენ, ისინი სასამართლოს 3 000 ლარამდე გირაოს სთავაზობენ. სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე მსჯელობს. ცოტა ხნის წინ შესვენება იყო გამოცხადებული და ადვოკატებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.