საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარალელურად დღეს, 19:00 საათზე, მაუწყებელთან მათი მხარდამჭერი აქცია იგეგმება, ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, მანამ ვიდრე ბაჩო გურაბანიძეს, გიორგი მურვანიძესა და გუგა ქადიძეს სამსახურში არ აღადგენენ.
ასევე, არხის თანამშრომლები ითხოვენ, მაუწყებლის მენეჯმენტთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას. აქვე გეტყვით, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში მუშაობენ.
ამ წლების განმავლობაში კი ისინი იყვნენ არაერთი წარმატებული პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები. არიან პროფესიონალი თანამშრომლები და სანიმუშო კოლეგები.