გოდერძის ალპინარიუმი ამიერკავკასიაში პირველია. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, მეფუტკრის სახლი, შიდა ტურისტული ბილიკები.
ალპინარიუმში დასაქმებულია 30 ადგილობრივი.
ახალი პარკის გახსნით ტურისტების რაოდენობის 150 % იან მატებას, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების დატვირთვის 30 % იან ზრდას ვარაუდობენ. წელს გოდერძზე პირველად ამოქმედდა ალპურ ბაღში ტურისტების ტაქსით მიყვანის სერვისი, რომელსაც ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები უზრუნველყოფენ.
გახსნაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.