ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა

30 ივლისი 2020, 10:43 2037 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც რეგიონში თურქეთიდან შემოვიდა. 

მამაკაცს  covid-19 ცხელების ცენტრში დაუდგინდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უწყების ცნობით, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონია. 

ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 16 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ტრაილერის მძღოლები საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის - 1160 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 935 გამოჯანმრთელებულია. გუშინ კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი