"ბოლო გაჩერების" პრემიერა მაყურებლის გარეშე ჩაივლის - სპექტაკლის ნახვა აჭარის მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ 

28 ივლისი 2020, 12:17 1348 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს სპექტაკლის "ბოლო გაჩერება" პრემიერა გაიმართება, თუმცა პანდემიის გამო მსახიობები მაყურებლის გარეშე ითამაშებენ.

"ბოლო გაჩერების" ნახვას მსურველები აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეძლებენ. სპექტაკლის ტელეპრემიერა 21 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.

"ბოლო გაჩერება" პირველად 2012 წელს დაიდგა, განახლებული ვერსიაში კი რეჟისოროს თქმით, შეიცვალა დეკორაციები და განახლდა მსახიობთა შემადგენლობა.

პრემიერა მარტში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი