აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიანაჭარაში მოგზაურობით გაიხსნება.
ბლოგერები ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ეროვნულ პარკებში და სხვა საინტერესო ადგილებში იმოგზაურებენ და რეგიონის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შიდა ტურისტებს მიაწვდიან.
დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ.
ასევე განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ რეგიონში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპობრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება.
დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება.