ტოვებს თუ არა ქობულეთის მერი თანამდებობას? აჭარის ტელევიზიას წყარო უყვება, რომ მირიან ქათამაძემ შესაძლოა პოსტი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვოს. მერიაში დღეს დაგვიდასტურეს, რომ მერს და სამსახურის უფროსებს, რამდენიმე დღის წინ შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ თავად მირიან ქათამაძესთან ვცადეთ. ის მერიაში არ იმყოფებოდა, ამიტომ მას ტელეფონით ესაუბრა ჩვენი ჟურნალისტი ნათია ლომაძე.