რამდენიმე წუთში გახდება იმ სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი, რომლებიც აჭარის საარჩევნო კომისიის ახალი წევრები გახდებიან. არჩევანი დეპუტატებმა 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეარჩია.
ამ წუთებში კი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა.