საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას - პრემიერი

24 ივლისი 2020, 12:32 1871 ნახვა

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ.

„ჩემი მოსაზრებები ამასთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი - თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამ კითხვების დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ ეს კითხვები დროთა განმავლობაში იხსნება.

ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ამას შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი