დღეიდან "ლილოს" ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "ლილოს" ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი უკვე გამოიკვლიეს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება.
დღეისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 41 დადასტურებული შემთხვევაა.