საჭიროა მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის - პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე 

23 ივლისი 2020, 11:20 1186 ნახვა

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის და მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება მოხდეს.

გიორგი გახარიას თქმით, არ უნდა დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და ინტერპრეტაციებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პრობლემებია, სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში.

''ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ოჯახის წევრებს. ეს ტრაგედია ცდება ოჯახს და ხდება ქვეყნის ტრაგედია.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა სწრაფი და ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულობა, ოჯახის და საზოგადოების.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის.

ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის მინდა საგამოძიებო უწყებებს მოგიწოდოთ იყოთ პროაქტიულები ინფორმაციის გაზიარების კუთხით, რამეთუ არ დავტოვოთ სივრცე ინტერპრეტირებისთვის. ჩვენ დღეს ეს არ გვჭირდება'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი