კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები 2 კომპანიასთან მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

21 ივლისი 2020, 14:08 1432 ნახვა

დაავადებათა კონტროლი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს.

„ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“ ერთად. ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, როდესაც უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება. აქამდე დადგენილია ვაქცინის საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობს „გავის ალიანსთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. არის ერთ-ერთი დიდი მომმარაგებელი. ჩვენ დიდი ხანია „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, მათ საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა - „ასტრა ზენეკასთან“ და „გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი