საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან კობიაშვილის განცხადებით, მალე გულშემატკივრებს სტადიონებზე დაუშვებენ. მათ პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვა მოუწევთ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
''საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით და პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა ხაზს გავუსვამ, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება სტანდარტის დაცვით. ეს იქნება დისტანციის დაცვით. სასიხარულო ფაქტია, რომ სტადიონზე გულშემატკივრებს ვნახავთ. თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ უნდა დაიცვას პროტოკოლი. სტადიონზე შესვლამდე მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, რაც მათივე ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია'' - განაცხადა კობიაშვილმა.
პანდემიის გამო, ამ დრომდე მატჩები გულშემატკივრების გარეშე იმართება.