პარტიების რეგისტრაცია დაიწყო უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. ამ დროისთვის განაცხადი ერთმა პარტიამ შეიტანა. დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გრძელდება არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. პარალელურად, იგეგმება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. საუბარია რეგისტრაციის პროცედურაზე, მხარდამჭერთა ხელმოწერის პროცესზე, ბარიერსა და ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობაზე. საკანონმდებლო ცვლილებები საკომიტეტო განხილვის შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე უნდა დამტკიცდეს.