ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა

20 ივლისი 2020, 12:22 1552 ნახვა

თურქეთის სუპრლიგის 33 ტურში ლევან შენგელიას ‘’კონიასპორმა’’ სტუმრად, დრამატულ შეხვედრაში ‘’ტრაბზონსპორი’’ 3:4 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში 39-ე წუთზე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შენგელიას გუნდი 3:1 აგებდა, თუმცა ქართველის კარგის თამაშის წყალობით, ‘’კონიასპორმა’’ გამარჯვება მოიპოვა. 81-ე წუთზე შენგელიამ ლამაზი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ, 88-ე წუთზე შემგელია ტრაბზონელთა საჯარიმოში შეიჭრა და თავის გუნდს თერთმეტრმეტრიანის დარტყმის უფლება მოუპოვა. ანგარიში სკუბიჩმა გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში კი 91-ე წუთზე დაფიქსირდა. ქართველი ფეხბურთელის გადაცემის შემდეგ გოლი ტურამმა გაიტანა და გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

33 ტურის შემდეგ ‘’კონიასპორს’’ 36 ქულა აქვს და მეცამეტე ადგილზეა. შენგელიას გუნდმა ოფიციალურად გაინაღდა თურქეთის სუპერლიგაში დარჩენის უფლება. ჩემპიონატში ბოლო შეხვედრას ‘’კონიასპორი’’ 26 ივლისს, საკუთარ მოედანზე ‘’ალანიასპორის’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში