სტიქიის  განმეორების საფრთხე 

19 ივლისი 2020, 18:03 1699 ნახვა

ხიხაძირის ხეობაში გეოგრაფების ექსპედიცია იმყოფებოდა. მათი შეფასებით ღვარცოფი დიდი მასშტაბისაა და ძლიერი წვიმის შემთხვევაში განმეორების რისკებიც არსებობს.ხიხაძირის ხეობაში მეწყრული პროცესი განვითარდა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხიხანი ადიდდა.

მდინარე კალაპოტს გასცდა და დაზიანდა საავტომობილო გზები. ხულოს მერის ინფორმაციით სოფლები გარესამყაროს არ მოწყვეტია და გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ხიხანზე მსგავსი მასშტაბის მეწყერი აქამდე არ ყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში