ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდები სოლიდარობის აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს პლაკატები უჭირავთ წარწერით: ''სიჩუმე დანაშაულია'', ''შეწყვიტეთ ძალადობა'', ''მომეცი უფლება განვვითარდე'', ''გააპროტესტე, რომ არ გახდე შემდეგი მსხვერპლი''.
ისინი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის დროულად და სამართლიანად გამოძიებას ითხოვენ.