მეორე დღეა მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

17 ივლისი 2020, 10:40 1153 ნახვა

მეორე დღეა ბათუმში  მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი, დრონი და მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება. ადგილობრივთა განმარტებით, გუშინ დილით ადრე, 15 წლამდე ბიჭი, რომელიც 4 მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ზღვაში შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი