მეზღვაურები აირჩევენ, კარანტინში დარჩნენ თუ საკუთარი ხარჯით ტესტირება გაიკეთონ - სააგენტო

16 ივლისი 2020, 12:34 5314 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურებისთვის ამოქმედდა კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები, რომელიც მეზღვაურს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს, 14 დღიდან რამდენ დღეს გაატარებს საკარანტინო სივრცეში.

უწყების ინფორმაციით, ამისთვის მეზღვაურმა სრულყოფილად უნდა შეავსოს სააგენტოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდზე: mta.gov.ge.

აპლიკანს ერთჯერადად სახელმწიფო ხარჯით ჩაუტარდება კორონავირუსზე PCR ტესტირება. 

ტესტირების შედეგი თუ უარყოფითია, მეზღვაური ტოვებს საკარანტინო სივრცეს იმ პირობით, რომ საზღვრის გადმოლახვიდან 14 დღიანი ვადის გასვლამდე ყოველ 60 საათში ერთხელ თავისი ხარჯით გაივლის PCR ტესტირებას; თუ ეს პირობა მისთვის არ არის მისაღები, ის ავტომატურად რჩება კარანტინში 14 დღის განმავლობაში

''განმეორებით ტესტირებაზე გასვლის პირობის დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის დარღვევას;

დამრღვევი პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით და გადაყვანილ იქნება საკარანტინო ზონაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მეზღვაურებმა უნდა დარეკონ საზღვაო სააგენტოს ცხელ ხაზზე: +995 422273912'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი