ფერმერთა 70% კუთვნილ კომპენსაციას ვერ იღებს

14 ივლისი 2020, 20:06 1391 ნახვა

ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ გაატარა, მიწას უკავშირდება. სახნავ-სათესი სავარგულები საკუთრებაში, ძირითადად, სოფლის მოსახლეობამ მიიღო, რომელთათვისაც ის დღემდე რჩება შემოსავლის მთავარ წყაროდ. სწორედ მიწის ახალი წესით დაურეგისტრირებლობის გამო, აჭარაში სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, მიწის მესაკუთრეთა ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულ დახმარებას ვერ იღებს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამა, რისთვისაც  სახელმწიფომ 37 მილიონი ლარი გამოყო, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან პროგრამაში ჯერ მხოლოდ 2 500 ოჯახი ჩაერთო, რაც არსებულის მხოლოდ მესამედია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი