ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქედაში. 26 მაისის პარკში შეკრებილებმა მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ანსამბლმა "ელესამ" შეასრულა საგალობლები. ღონისძიება გაიმართა სოფელ წონიარისის გმირთა მემორიალთანაც.
მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 721 ადამიანი იბრძოდა, მათი უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.