2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.