მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მთავარ შეკითხვას პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გაეცემა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, გარდაცვლილი შაქარაშვილი ოჯახის წევრების გარდა, ბრალდებულების ადვოკატებიც ელოდებიან.
შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.