გამჭირვალობა საქართველოს კვლევა

09 ივლისი 2020, 20:14 1308 ნახვა

„ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში. ასე წერია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში. დოკუმენტის თანახმად, შარშან, 19-მა პარტიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი - მმართველ პარტიაზე მოდიოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პარტიებმა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. რადგან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, „ფეისბუკზე“ დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი