საშეშე მასალაზე ფიქსირებული ფასი იქნება - სოფლის მეურნეობის მინისტრი

09 ივლისი 2020, 13:19 1246 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ტყით სარგებლობის წესებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საშეშე მასალაზე კონკრეტული ფიქსირებული ფასი იქნება. 

''ეს არის საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის წესით შესაძლებლობა. დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისათვის. ყველა მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილასაც კი სატყეო სააგენტომ სპეციალური არეალები გამოყო, რომელიც  მოსახლეობას და  ასევე ბიზნეს მისცემს საშუალებას მერქნული რესურსი შეიძინონ ცივილიზებულად და პირდაპირ. ეს ეხება, როგორც მაღალი ხარისხის მერქანს, ასევე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი