შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.
გადაწყვეტილება საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
''ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.