მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020 წლის დეკემბერში გაიმართება

08 ივლისი 2020, 13:28 1961 ნახვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) აღმასრულებელმა კომიტეტმა საერთაშორისო კალენდარში ცვლილებები შეიტანა. მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა შეჯიბრება გაუქმებულია.

2020 წლის მთავარი სტარტი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 12-20 დეკემბერს ბელგრადში უნდა გაიმართოს. ამავე პერიოდში სერბეთის დედაქალაქში ჩატარდება მსოფლიოს პირველობა იუნიორ მოჭიდავეთა შორის. წლევანდელ სპორტულ კალენდარში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გეგმა შეცვალა.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს შარშან სექტემბერში ნურსულთანმა უმასპინძლა. ქართველი ფალავნებმა ოქროს 4 და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი