ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში - ჯანდაცვის მინისტრი

07 ივლისი 2020, 13:52 1503 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმი შენარჩუნდება, რისი პრაქტიკაც ქვეყანას უკვე აქვს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ დღეს არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება, სასწავლო პროცესი აღდგება.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნება შენარჩუნებული ისე, როგორიც არის დღეს, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ განიხილება სკოლებში სამდღიანი სწავლების მოდელი? მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის და უწყების წარმომადგენლები სექტემბერს დაელოდებიან. 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი