კრიტიკული შეუსაბამობის გამო, თბილისში 2 მუნიციპალურ სასადილოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

07 ივლისი 2020, 11:52 1363 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა.

შემოწმებული 63 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობა 2 შემთხვევაში დაფიქსირდა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა.

გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი