15-მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი ხდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული. 21 დეპუტატიდან 6-ის ნაცვლად მხოლოდ სამი მაჟორიტარი აირჩევა. ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.