ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ - შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2025, 16:59 90 ნახვა

გამაოგნებელია, რომ ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მათ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

,,გამაოგნებელია, რომ ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ.

 

და ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ,” - წერს პაპუაშვილი.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში