დამოუკიდებელი მაჟორიტარი - დეპუტატობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანი 69 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან - ნუკრი ბეჟანიძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს. არმაზ ახვლედიანის თქმით, მზადაა ოპონენტს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბროს, თუმცა მისივე მტკიცებით, ნუკრი ბეჟანიძე სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობას თავს არიდებს. ნუკრი ბეჟანიძე პირად საუბარში აცხადებს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო არმაზ ახზვლედიანთან ოპონენტად დებატებში მონაწილეობას არ გეგმავს.