პროექტ "ხელნაწერების კვალდაკვალ'' ფარგლებში ქობულეთის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1835-36 წლების ქობულეთის მოსახლეობის აღწერის ფოტო-დოკუმენტური მასალა. სოფლების მიხედვით წარმოდგენილია იმ პერიოდში მცხოვრები გვარები. სამომავლოდ დოკუმენტის სამეცნიერო დამუშავებაც იგეგმება.