ბათუმის ‘’დინამო’’ ‘’საბურთალოს’’ დღეს უმასპინძლებს

02 ივლისი 2020, 12:35 1892 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ერთი მატჩი გაიმართება. ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ‘’დინამო’’ ბრინჯაოს მედალოსან თბილისის ‘’საბურთალოს’’ მიიღებს.

მატჩი ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზააზე, 21:00 საათზე დაიწყება.

ეს გუნდები ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 2 მატჩი შავიზღვისპირელებმა მოიგეს, 5 შეხვედრა დედაქალაქელების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ. 

ეს შეხვედრა გუნდებისთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ 3 ტურის შემდეგ ბათუმელებს 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებენ, ხოლო ‘’საბურთალოს’’ 4 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.

თბილისის ‘’საბურთალოს’’ დისკვალიფიკაციის გამო მცველი ლუკა ლაკვეხელიანი არ ეყოლება. შეხვედრას დავით ხარიტომაშვილი განსჯის. ეროვნულ ლიგას 3 ტურის შემდეგ 7 ქულით თბილისის ‘’ლოკომოტივი’’ ლიდერობს.

 

 

 

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი