რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩეველთა თითქმის 78-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ინიციატივების პაკეტი ასზე მეტ საკონსტიტუციო შესწორებას ითვალისწინებს, თუმცა მთავარი მათ შორის ისაა, რომ ვლადიმერ პუტინს ეძლევა შესაძლებლობა 2024 წლის შემდეგაც, კიდევ ორჯერ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და რუსეთის მმართველად 2036 წლამდე დარჩეს. საპრეზიდენტო ვადა მას ახლა 2024 წელს ეწურებოდა, თუმცა რუსეთის დუმის დეპუტატი და პირველმა კოსმონავტი ქალი, ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რამაც რუსული მმართველი წრეების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.
საყოველთაო გამოკითხვა 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო იგი გადაიდო და იგი ერთი კვირის განმავლობაში 25 დან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდა