70 წელს გადაცილებულებისთვის პენსია იზრდება

01 ივლისი 2020, 18:59 1461 ნახვა

დღეიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 250 ლარს მიიღებენ. პენსია 30 ლარით ეზრდება 410 ათასზე მეტ მოქალაქეს. 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები, რომლებიც მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ, 300 ლარს მიიღებენ, რადგან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონით“, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

საქართველოში ასაკით პენსიონერთა საშუალო სახელმწიფო პენსია 220 ლარია.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი